მესის და ნეიმარს შესაძლოა ბრიტანეთში შესვლა აეკრძალოთ

28-02-2017, 22:18

კატალონიის "ბარსელონას" სამხრეთ ამერიკელ ლიდერებს, ლიონელ მესისა და ნეიმარ ჯუნიორს შესაძლოა დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალოთ. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპული სააგენტოები იტყობინებიან.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხი, რამაც შესაძლოა არაერთი პრობლემა წარმოშვას. მაგალითად, თუ ბრიტანეთი ორგანიზაციას დატოვებს, მაშინ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც უკვე აქვთ ვიზები, შესაძლოა, ნისლიან ალბიონზე შესვლა აეკრძალოთ.

"ნეიმარისა და მესის შემთხვევაში სხვადასხვა პროცედურების გავლაა საჭირო. წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი კარდიფშია. წარმოიდგინეთ, თუ ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და "ბარსელონამ" ფინალში გასვლა მოახერხა, შესაძლოა ზემოხსენებულმა ფეხბურთელემბა თამაში ვერ შეძლონ. ამაზე დიდი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი." - აცხადებს უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ სეფერინი.

ასე და ამგვარად, თუ "ბარსელონამ" წლეულს ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია, დიდი ალბათობით ლიდერების გარეშე მოუწევთ გამოსვლა. თუმცა "პარის სენ ჟერმენთან" განცდილი მარცხის შემდეგ ძნელად სავარაუდოა, რომ კატალონიელებს ეს პრობლემა შეექმნათ.

  • tsandro
  • 1 მარტი 2017 00:43
ერთი ესენი გავლენ ფინალში და მეორე ლესტერი :D

ლესტერი შეიძლება მართლა გავიდეს , მაგრამ ბარსელონაა 1/4საც ვერ ნახავს

  • kuso
  • 1 მარტი 2017 16:29
Juve-bavaria iqneba magari,namdvili finali.

  • shotiko
  • 1 მარტი 2017 19:33
კარგი ფინალი რეალი პსჟ იქნება...

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით