"მანჩესტერში" სტადიონები გაიყინა (ფოტოები)

1-03-2017, 00:01

ბრიტანული სპორტული პრესის ფურცლებზე საინტერესო ფოტოები გამოჩნდა. ქალაქ მანჩესტერში ბოლო დღეების განმავლობაში სერიოზული ყინვა და თოვლი იყო, რამაც "სიტისა" და "იუნაიტედის" საშინაო არენების მინდვრის საფარი სერიოზულად დააზიანა.

უახლოეს მომავალში ორივე გუნდს საკუთარ სტადიონზე შეხვედრის ჩატარება უწევს და ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა არენების ნორმალურ კონდიციებში მოყვანას.

"მანჩესტერ სიტის" საკუთარი შეხვედრის ჩატარება "ეტიჰადზე" 1 მარტს "ჰადერსფილდის" წინააღმდეგ უწევს, რაც შეეხება "იუნაიტედს", ამ გუნდის ხელმძღვანელობას "ოლდ ტრაფორდის" მოსაწესრიგებლად გაცილებით დიდი დრო აქვს.

გადაიდება თუ არა "მანჩესტერ სიტის" შეხვედრა ინგლისის თასზე, ჯერჯერობით უცნობია.



  • beka10
  • 1 მარტი 2017 00:02
vaa tovli asworebs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით