სპალეტი: ნაინგოლანს არსად წასვლა არ სურს

1-03-2017, 12:09

''რომას'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მისი გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშეზე, რაჯა ნაინგოლანზე ისაუბრა.

''რაჯა ყოველ მატჩში პროგრესირებს და ეს აშკარაა. მისი თამაში ძალიან ეხმარება გუნდს გამარჯვების მიღწევაში. ნაინგოლანი სწორედ ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შემიძლია დავეყრდნო და ძალიან ბევრი რთული დავალება მივცე. ის ტოტის და დე როსის მსგავსად ხისტი და მებრძოლი ფეხბურთელია. ''რომას'' ხასიათს ბელგიელი ზუსტად ერგება და ვიცი, რომ მას გუნდის გამოცვლა არ სურს ამაზე არც კი ფიქრობს.'' - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ პრესა ბელგიელ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებს ლონდონის ''ჩელსის''. როგორც ცნობილია ''არისტოკრატებს'' მისი გადაბირება 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურთ.



  • Geto
  • 1 მარტი 2017 12:14
წელს მაგარ სეზონს ატარებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით