კარასკო: ''ატლეტიკოსთან'' ერთად ჩ.ლიგის მოგება მსურს

1-03-2017, 13:17

მადრიდის ''ატლეტიკოს'' 23 წლის შემტევმა, კარასკომ განაცხადა, რომ მისი ოცნებაა ჩ.ლიგის მოგება მადრიდულ კლუბთან ერთად.

''ჩვენ გასულ წელს ძალიან ახლოს ვიყავით ''ჩემპიონთა ლიგის'' მოგებასთან, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა. გასულ სეზონში ურთულესი ბარიერების გადალახვა მოგვიწია. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები გამოვთიშეთ გათამაშებას და მხოლოდ ფინალში დავმარცხდით. ''ატლეტიკო'' არასდროს ნებდება და ეს წელსაც ასე იქნება. მსურს ამ გუნდთან ერთად მოვიგო ეს დიდებული თასი, რომლის მოგებაზეც ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს.'' - განაცხადა კარასკომ.

შეგახსენებთ, რომ ''ატლეტიკო'' უკანასკნელი წლების მანძილზე ორჯერ იყო ჩ.ლიგის ფინალისტი (2013-14 & 2015-16) და ორივეჯერ თასი თანაქალაქელ ''რეალს'' დაუთმო.

  • Geto
  • 1 მარტი 2017 13:20
წელსაც რო ფინალში გავიდეს და ისევ წააგოს საცოდაობა იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით