მორატა პრემიერ ლიგის გრანდს უახლოვდება

1-03-2017, 17:47

ბრიტანულ სპორტულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა, რომლის მიხედვითაც, ლონდონის "ჩელსი" მზადაა მადრიდის "რეალის" ესპანელი თავდამსხმელის ალვარო მორატას სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყაროს ცნობით, ანტონიო კონტე მოძრავი ფორვარდის ძიებაშია, რომელსაც შეუძლია უკნიდანაც ითამაშოს და გარკვეული დახმარება ნახევარდაცვასაც გაუწიოს. იტალიელი სპეციალისტი ამ კალიბრის თავდამსხმელად სწორედ მორატას თვლის, რომელმაც მიმდინარე სეზონში "რეალისთვის" არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

მიუხედვად "არისტოკრატების" სურვილი, "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი თვლის, რომ მორატა მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას მხოლოდ 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმობდა, რომლის გადახდაც "ჩელსის" გეგმებში არ შედის.

უკანასკნელი მნიშვნელოვანი გოლი მორატამ ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრაში გაიტანა. მისი გუნდი გასვლაზე "ვილიარეალს" ხვდებოდა, მატჩის მე-60 წუთამდე 0:2 აგებდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფრის სათავისოდ მოტრიალება მოახერხა.

  • beka10
  • 1 მარტი 2017 17:47
ძალიან მაგარი იქნება

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით