ალექსის სანჩესს სამპაოლისთან მუშაობა მოუნდა

1-03-2017, 18:13

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ლიგის მოქმედ გამარჯვებულს "სევილიას" ალექსის სანჩესისთვის კვირაში 300 000-ის გადახდა არ შეუძლია, ფეხბურთელს ესპანური გუნდის შემადგენლობაში თამაში მაინც სურს, რადგან მთავარ მწვრთნელთან ხორხე სამპაოლისთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს. - გვამცნობს ბრიტანული სპორტული პრესა.

28 წლის ფეხბურთელის მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. როგორც ცნობილი ხდება, მას მომდევნო სეზონიდან "არსენალში" თამაში აღარ სურს და ახალი გუნდის ძიებაშია. ჩილელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, "სევილიას" გარდა, "ჩელსი", "მილანი", "პსჟ" და "იუვენტუსიც" გამოთქვამენ.

ალექსის სანჩესმა 56 წლის სამპაოლისთან ერთად ჩილეს ნაკრების შემადგენლობაში 2015 წელს კოპა ამერიკა მოიგო და როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, არგენტინელ სპეციალისტთან ერთად მუშაობა დიდი ფუფუნებაა.

ჯერჯერობით გუნდების დონეზე ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, თუმცა ბრიტანული სპორტული პრესის ცნობით, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა.

  • beka10
  • 1 მარტი 2017 18:14
ეს ორი ერთად <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით