"ბარსელონა" ვერატის კიდევ უფრო მიუახლოვდა

1-03-2017, 21:27

როგორც ფეხბურთის ქომაგისთვის კარგადაა ცნობილი, კატალონიის "ბარსელონა" ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველის მარკო ვერატის ხელში ჩაგდებას უკვე დიდი ხანია ცდილობს. ერთერთი უკანასკნელი ინფორმაციით, ესპანური გრანდის მესვეურები მზად არიან აპენინელის სანაცვლოდ პარიზელებს 70 მილიონი ევრო გადაუხადონ.

როგორც ესპანური პრესა წერს, ვერატის "ბარსელონა" ანდრეს ინიესტას მემკვიდრედ მიიჩნევს და გუნდში თვლიან, რომ მისი სტილი იდეალურად ერგება "ბლაუგრანას" სათამაშო ფილოსოფიას. ბოლო ინტერვიუში იტალიელმაც განაცხადა, რომ მისი ოცნება "ბარსელონას" მაისურის მორგებაა და ამ გუნდის ინტერესი მის მიმართ უდიდესი პატივია.

გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მოლარაპაკებები კლუბებს შორის ვერატის თაობაზე სეზონის ბოლოდან დაიწყება და ფეხბურთის ქომაგებისთვის ყველაფერი ცნობილი უკვე ზაფხულში გახდება.

"ბარსელონას" გარდა ვერატის შეძენით მადრიდის "რეალი", "ჩელსი", "არსენალი" და მილანის "ინტერი" არიან დაინტერესებულნი.

  • beka10
  • 1 მარტი 2017 21:27
idealuria ra barcastvis

arsad wava eg imferia a tu wasla mounda l=realsi wava

  • msn
  • 2 მარტი 2017 15:15
barselonashi gadava

Barcac shesaferisia magrat sheewyoba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით