"მესის დამატების შანსი რომც გვქონდეს, მაინც არ ვიყიდდით"

1-03-2017, 23:47

თურქეთის მეორე ლიგის ერთ-ერთი გუნდის, "ალტინორდუს" მფლობელმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მეჰმეთ სეითის თქმით, მის გუნდს ლიონელ მესის დამატების შესაძლებლობა რომც ჰქონდეს, ისინი მას მაინც არ შეიძენდნენ.

"იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესი "ალტინორდუში" უფასოდ გადმოსვლას მოინდომებს, მე მის წინადადებას უარით გავისტუმრებ."

"მე მჯერა ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელების. ჩვენ სუპერლიგას ვუმიზნებთ და იმედი მაქვს, 2023 წელს, გუნდის დაარსებიდან ასი წლის თავზე ევროთასებზეც ვიასპარეზებთ." - განაცხადა მეჰმეთმა.

აქვე გეტყვით, რომ "ალტინორდუს" საინტერესო ტრადიცია აქვს. ეს გუნდი თურქი მოთამაშეების გარდა სხვა ქვეყნის ფეხბურთელებს არ იმატებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით