გადაწყვეტილია: ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს

2-03-2017, 01:17

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხიხონის "სპორტინგთან" 6:1 გამარჯვების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა. პრესასთან საუბრისას, 46 წლის სპეციალისტმა, საზოგადოებას ამცნო, რომ მომავალი სეზონიდან იგი "ბლაუგრანას" აღარ გაწვრთნის.

"მე "ბარსელონას" აღარ გავუძღვები. ამჟამად დასვენება მჭირდება." - განაცხადა ლუჩომ.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე კატალონიური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა და მას შემდე გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვება მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით