"რეალმა" ახალი რეკორდი დაამყარა

2-03-2017, 01:30

დღეს გაიმართა ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "ლას პალმასს" უმასპინძლა და 3:3-ზე დაუზავდა.

შეხვედრის ანგარიში "სამეფო კლუბის" ესპანელმა ნახევარმცველმა, ისკო ალარკონმა გახსნა. საინტერესოა, რომ აღნიშნული გოლი სარეკორდო აღმოჩნდა ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში. კერძოდ, "რეალს" უკვე ზედიზედ 45 მატჩია გოლი გააქვს, ყველა ტურნირზე ერთად აღებული. მსგავსი შედეგი კი ისტორიას არ ახსოვს.

ამრიგად, მადრიდულმა გრანდმა კატალონიის "ბარსელონას" 73-წლიანი რეკორდი გააუმჯობესა. "ბლაუგრანამ" 1942-43 წლებში ზედიზედ 44 მატჩში შეძლო გოლის გატანა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგი გახლდათ. დღეს კი, როგორც ხედავთ, "რეალმა" აღნიშნული რეკორდიც დაამხო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით