რონალდო: "არბიტრმა ბევრი შეცდომა დაუშვა"

2-03-2017, 03:26

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში მადრიდის "რეალმა" საკუთარ მოედაზე "ლას პალმასს" უმასპინძლა და 3:3-ზე დაუზავდა.

გარეთ ბეილის წითელი ბარათის შემდეგ მასპინძლები 1:3-საც კი აგებდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს "ბლანკოსის" ლიდერმა კრიშტიანო რონალდომ დუბლის გაფორმება შეძლო და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ვარსკვლავი ესპანურ პრესას გაესაუბრა და მთავარი არბიტრის მიმართ კრიტიკა არ დაინანა. რონალდომ აღნიშნა, რომ არბიტრი შეცდა, როცა ბეილი მოედნიდან გააძევა.

"თამაშიპირადად ჩემთვის ფანტასტიკურად დასრულდა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ქულა გადავურჩინე, თუმცა ამ მატჩიდან ყველაზე მეტად მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება დამამახსოვრდება".

"მსგავსი რამ ჩემ კარიერაში არ მახსენდება. დიდი მადლობა არბიტრს იმისთვის, რომ თანაგუნდელი უსამართლოდ გააძევა და მალევე ჩვენი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა".

"მსაჯობის მხრიდან კიდევ იყო რამდენიმე შეცდომა, რაზეც რთულია თვალის დახუჭვა, მაგრამ უკვე ყველაფერი გვიანია. იმედი მაქვს, ასეთი რამ აღარ მოხდება", - ამბობს პორტუგალიელი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით