ესპანური პრესა: "ენრიკეს ვალვერდე შეცვლის"

2-03-2017, 10:15

ლუის ენრიკემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან "ბარსელონას" მწვრთნელი აღარ იქნება. მას შემდეგ სწრაფადვე გაჩნდა ცნობები, თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს იგი კატალონიურ გუნდში.

ესპანური სპორტული პრესის ინფორმაციით, ყველაზე რეალური კანდიდატურა "ბარსელონასთვის" ამ მომენტში ერნესტო ვალვერდეა, რომელიც ბილბაოს "ატლეტიკს" უდგას სათავებში.

საკუთარი კარიერის განმავლობაში ვალვერდე "ესპანიოლს", "ვალენსიას", "ოლიმპიაკოსსა" და ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში სწორედ ბასკურ გუნდს ავარჯიშებდა.

ვალვერდეს "ბარსელონასთან" გაკრვეული მოგონებები უკვე აკავშირებს. 1988-1990 წლებში იგი ფეხბურთელის რანგში ამ გუნდის ღირსებას იცავდა და ამ პერიოდში ესპანეთის სამეფო თასთან ერთად უეფას თასების მფლობელთა თასის მოგებაც მოახერხა.

  • beka10
  • 2 მარტი 2017 10:15
sampaoli moiyvanon

qvemot ver twer komentars da aq vityvi gushindel realis nichiaze ra namusit amboben msaji daexmara realso ver gavige msajebi cdebian magram ara erti gundis sasargeblod gushin orive mxares shecda da are erti gundis mimart

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ მიაგო შოთა არველაძემ მარადონას ხსოვნას პატივი (ფოტო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით