მარსელო: "ბეილის ქმედებას გამართლება არ აქვს"

2-03-2017, 10:31

ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრაში მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე "ლას პალმასს" დაუპირისპირდა. შეხვედრა დრამატულად წარიმართა და საბოლოოდ ფრედ, 3:3 დასრულდა.

შეხვედრის მეორე ტაიმის დასაწყისში მთავარმა არბიტრმა მოედნიდან "რეალის" უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი გააძევა, რომელმაც 2 ყვითელი ბარათის მიღება 1 წუთში მოახერხა და თანაგუნდელები დააღალატა.

აღნიშნული ფაქტი კომენტარის გარეშე არ დატოვა "სამეფო კლუბის" განაპირა მცველმა მარსელომ, რომელიც მიიჩნევს, რომ უელსელის ქმედებას არანაირი გამართლება არ მოეძებნება.

"ბეილი უკვე ისეთ ასაკშია, რომ მსგავს რამეებს არ უნდა აკეთებდეს. მან საკუთარი თავი უნდა აკონტროლოს. გუნდს სრულიად სხვა ტაქტიკაზე გადაწყობა მოუხდა, რამაც ჩვენი გეგმები საერთოდ არია". - განაცხადა მარსელომ.

  • beka10
  • 2 მარტი 2017 10:32
მარტალი კაცი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით