რას წერენ რუსები საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ?

8-06-2016, 23:29

7 მაისს გაიმართა საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, სადაც მეტოქე 0-1 დავამარცხეთ. ამ მატჩს როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველები დიდმა სიხარულმა და გაკვირვებამ მოიცვა. ფეხბურთის და არა მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრები გაოცებულები იყვნენ ამ შედეგით. FOOTBALLNEWS.GE წარმოგიდგენთ რუსი გულშემატკივრების რამდენიმე საინტერესო კომენტარს: "ქართველებმა გამარჯვება დაიმსახურეს. დაცვაში თითქმის უშეცდომო თამაში და მოქმედი ევროპის ჩემპიონი დამარცხებულია!" "ბრავო! ნებისმიერი ნაკრების ოცნებაა ამხელა გუნდის დამარცხება, და ეს საქართველომ შეძლო" "ერთადერთი შეტევა და ესპანეთის დაცვა ჩავარდა" "მსაჯებმა სცადეს ესპანეთის დახმარება, თუმცა არ გამოუვიდათ" "საქართველომ წარმოუდგენელი რამ შეძლო, გილოცავთ" "დამსახურებული გამარჯვება ევროპის ჩემპიონებთან" "ესპანეთს ნახევარი ძალითად არ უთამაშია" "ოდნავ გაუმართლად, თუმცა მაინც დაიმსახურეს ქართველებმა" "ამ თამაშით ესპანეთი შორს ვერ წავა. ვულოცავ საქართველოს!" "რუმინეთთან ასეთი მარცხის შემდეგ ძალიან გამიკვირდა, ყოჩაღ!"



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით