ზაფხულში დემბელესთვის ბრძოლა დაიწყება

2-03-2017, 18:24

“სელტიკის“ 20 წლის თავდამსხმელით, მუსა დემბელეთი არაერთი  დიდი გუნდი ინტერესდება, რადგან ის ძალიან კარგ სეზონს ატარებს მის ამჟამინდელ გუნდში.

ახალგაზრდა თავდამსხმელის შეძენა სურს “ჩელსის“, “მან.სიტის“ და “ნაპოლის“.  დემბელე “სელტიკში’’ 2016 წელს “ფულემიდან“ გადავიდა. შოტლანდიის ჩემპიონატში ფრანგმა 25 ჩატარებულ მატჩში 17 გოლის გატანა შეძლო და 6 საგოლე პასიც გააკეთა. ახალწვეულობის და მცირე ასაკის მიუხედავად, ის მალევე გახდა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, რომელზეც ნადირობას ზემოთხსენებული გუნდები ზაფხულში დაიწყებენ.

“დემბელე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომელიც თავისი კარგი თამაშით ბუნებრივია, რომ ბევრი გუნდის ყურადღებას იპყრობს, მაგრამ მე მას ვურჩევდი, რომ “სელტიკი“ ჯერ არ დატოვოს, რათა შეძლოს უფრო მეტად განვითარდეს.“ - აცხადებს სტიუარტ ამსტრონგი დემბელეს თანაგუნდელი

აქვე გეტყვით, რომ ამ წუთისთვის დემბელე 17 გოლით შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.



  • Geto
  • 2 მარტი 2017 18:25
კიდევ ერთი სეზონი რომ დარჩეს უკეთესი იქნება მისთვის

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით