მესი: "მადრიდში ყოველთვის ერთი მიზნით ჩავდივარ"

2-03-2017, 18:33

კატალონიის "ბარსელონას" არგეტინელმა თავდამსხმელმა, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ერთერთ უკანასკნელ ინტერვიუში საინტერესო დეტალს გაუსვა ხაზი. სამხრეთ ამერიკელის თქმით, მას ზოგადად მადრიდში ჩასვლა არ ხიბლავს, თუმცა როდესაც უწევს, ერთადერთი მიზანი აქვს, "რეალს" რაც შეიძლება მეტი გოლი გაუტანოს.

"მადრიდში ყოფნა არ მიყვარს, ჩემთვის ევროპაში ყველაზე მყუდრო და საინტერესო ქალაქი ბარსელონაა, სადაც უკვე თითქმის 20 წელია ვცხოვრობ, ხოლო მშობლიურ როსარიოზე წინ ვერცერთი ადგილი იქნება ჩემთვის."

"როდესაც მადრიდში ჩავდივარ, მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, ჩვენი "რეალის" კარში გოლები გავიტანო და საკუთარ გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. სასიხარულოა, რომ ამის გაკეთება კარიერაში უკვე არაერთხელ შევძელი". - განაცხადა მესიმ.

საკუთარი კარიერის განმავლობაში ლიონელ მესის მადრიდის "რეალის" კარი ჯამში 21-ჯერ აქვს აღებული. ამ მაჩვენებლით ის "კლასიკოს" ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

  • beka10
  • 2 მარტი 2017 18:34
yvelaze magari kaci saertod <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით