სამპაოლი "სევილიას" ტოვებს

2-03-2017, 18:55

მოგეხსენებათ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებს. ამის ფონზე კი ევროპულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

Football Espana-ს ცნობით, ანდალუსიის "სევილიას" მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ გეგმავს. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ხშირია საუბრები არგენტინელი სპეციალისტის "ბლაუგრანაში" გადაბარგების შესახებ, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დიდია ალბათობა იმისა, რომ სამპაოლიმ სეზონის ბოლოს "ბარსელონაში" ამოჰყოს თავი.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის სპეციალისტი "დალაქებს" გასულ წელს ჩაუდგა სათავეში. ესპანური პრესის ცნობით კი, "ბლაუგრანაში" მისი მიყვანის ყველაზე დიდი სურვილი გუნდის არგენტინელ ფორვარდს, ლიონელ მესის აქვს.

.agari iqneba blush

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით