ვენგერი: "ბარსელონა" დიდი გუნდია, თუმცა "არსენალში" ვრჩები"

2-03-2017, 19:09

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი უკანასკნელ პერიოდში კატალონიის "ბარსელონაში" შექმნილ ვითარებას და ამ გუნდთან მის შესაძლო კავშირს გამოეხმაურა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, იგი ლონდონში ბედნიერია და ესპანეთში სამუშაოდ წასვლას არ გეგმავს.

"ბარსელონა" დიდი გუნდია, ძალიან დიდი ტრადიციებითა და ისტორიით, თუმცა ჩემი სამომავლო გეგმები მხოლოდ ლონდონის "არსენალს" უკავშირდება. როგორი წინადადებაც არ უნდა მივიღო, გუნდის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებ და პირიქით, უკვე ვფიქრობ, როგორ განვავითარო ჩემი კოლექტივი და როგორ მივაღწიო გაცილებით დიდ წარმატებებს მომმდევნო სეზონშიც. წარსულშიც და ახლაც ჩემი ფიქრები მხოლოდ "არსენალთანაა". - განაცხადა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" დამრიგებელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდის გაწვრთნას აღარ აპირებს. მის შესაძლო შემცვლელებად, ვენგერის გარდა, ხორხე სამპაოლის, რონალდ კუმანსა და ერნესტო ვალვერდეს მოიაზრებენ.

ჯერჯერობით "ბარსელონა" ახალი მწვრთნელის შესახებ განცხადებას არ აკეთებს.

  • beka10
  • 2 მარტი 2017 19:09
მხოლოდ სამპაოლიზე ვფიქრობ !

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით