იოზილი: "ჩემი ტრანსფერი "ბარსაში" გადაწყვეტილი იყო"

2-03-2017, 19:54

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა 2010 წელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ბრემენის "ვერდერის" დატოვების პერიოდში ის ახლოს იყო "ბარსელონაში" გადასვლასთან, თუმცა ერთი ფაქტორის გამო მან უარი თქვა აღნიშნულ ტრანსფერზე.

"მე პირადად "ბარსელონაში" გადასვლა მსურდა და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ კატალონიელთა რიგებს შევუერთდებოდი, მაგრამ ყველაფერი გვარდიოლამ გააფუჭა."

"როდესაც მე და ჩემი კონსულტანტი "ბარსელონადან" უკან ვბრუნდებოდით, მე მას შევეკითხე: 'რატომ არ დაგვხვდა იქ მწვრთნელი?' და მან მიპასუხა: 'ის ახლა შვებულებაშია'."

"გვარდიოლამ მომდევნო დღეების განმავლობაში არ დამირეკა, მას მესიჯიც კი არ გამოუგზავნია ჩემთვის. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ "ბარსელონაში" არ გადავსულიყავი." - განაცხადა იოზილმა.

  • tsandro
  • 2 მარტი 2017 22:19
კიდე კაი არ წავიდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით