"ლას პალმასი" - პირველი გუნდი, რომელმაც ზიდანის "რეალს" 3 გოლი გაუტანა

2-03-2017, 22:32

მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალმა" "ლას პალმასს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში ზიდანისთვის პირადი ანტირეკორდი დამყარდა.

კერძოდ, საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აქამდე ფრანგი სპეციალისტის გაწვთნის "რეალს" სანტიაგო ბერნაბეუზე 2 გოლზე მეტი არასოდეს ჰქონდა გაშვებული. ახლა კი, როგორც ხედავთ, ზიდანმა ახალი ანტი რეკორდი დაამყარა.

საინტერესოა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე "რეალის" კარის ბადის შერხევა ერთ თამაშში ორჯერ სულ ექვსმა კლუბმა მოახერხა. ეს გუნდები არიან: "ბილბაო", "ვალენსია", "ოსასუნა", "ბორუსია", "დეპორტივო" და "სელტა". ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ვიგოურმა გუნდმა შეძლო შინ 3 ქულით დაბრუნება.

  • tsandro
  • 3 მარტი 2017 00:30
პირველიც და უკანასკნელიც :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით