მესი: "ვიმედოვნებ, გვარდიოლა "ბარსელონაში" ოდესმე დაბრუნდება"

2-03-2017, 23:24

კატალონიის "ბარელონას" ლიდერი ლიონელ მესი ბოლო დროს კლუბის ირგვლივ არსებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ფეხბურთის ქომაგისთვის კარგადაა ცნობილი, ლუის ენრიკე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, ხელმძღვანელობა ზაფხულში აუცილებლად ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სამომავლოდ კარგი იქნება, თუ "ბარსელონაში" პეპ გვარდიოლა დაბრუნდება.

"ამ მომენტისთვის ლუის ენრიკე ჩვენი კლუბისთვის იდეალური კანდიდატურაა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელები ზაფხულში ძალიან კარგ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა პირადად ჩემი სურვილია ახლა თუ არა, სამომავლოდ მაინც, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში კვლავ პეპ გვარდიოლა ვიხილო. მან ჩვენთან ერთად დიდი ეპოქა შექმნა და "ბარსელონას" ყველა გულშემატკივრის გულში განსაკუთრებული ადგილი მოიპოვა, თუმცა მასაც თავისი მოსაზრებები აქვს". - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლამ და მესიმ ერთად 2008-2012 წლებში იმუშავეს, რა დროის განმავლობაშიც ჯამში 14 ტიტული მოიპოვეს. იმავე პერიოდში არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოდ ოთხჯერ დაასახელეს.

ამჟამად გვარდიოლა ინგლისურ "მანჩესტერ სიტის" ავარჯიშებს და პრემიერლიგაში მეორე პოზიციას იკავებს.

  • beka10
  • 2 მარტი 2017 23:24
me sampaoli minda

gvardiola magariiqneba

Gvardiola sheudzlebelia... shedarebit realuri da amavdroulad optimaluric iqneba: sampaoli an klopi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით