ლორენცო ინსინიე - კლოპის მთავარი არჩევანი

2-03-2017, 23:49

როგორც ბრიტანული სპორტული გამოცემა The Sun გვაუწყებს, ზაფხულში "ლივერპულის" უპირველესი სამიზნე იტალიური "ნაპოლის" თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე იქნება, რომლის შეძენაც იურგენ კლოპის პირადი სურვილია.

25 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი სახელი ნეაპოლში ყველამ იცის და გუნდის ერთერთ მთავარ სიმბოლოდაც სრულიად დამსახურებულად თვლიან.

როგორც წყარო გვეუბნება, იურგენ კლოპი ხელმძღვანელობას მოუწოდებს ზაფხულში სატრანსფერო პრიორიტეტების დალაგებისას ინსინიეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, "ლივერპულს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა შეუძლია.

ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2019 წელს იწურება და როგორც პოპულარული გამოცემების ფურცლებზე ვკითხულობთ, მისი გახანგრძლივება აღარ მოხდება.

ინსინიეს გარდა, ზაფხულში მერსისაიდული გიგანტი დორტმუნდის "ბორუსიადან" ოსმან დემბელესა და კრისტიან პულიშიჩის გადაბირებას შეეცდება.



  • beka10
  • 2 მარტი 2017 23:50
gamoadgeba aucileblad

  • tsandro
  • 3 მარტი 2017 00:17
კაი იგროკია მართლაც

თუ წავა უკეთეს გუნდში უნდა წავიდეს.ასე მგონია იტალიურ გრანდში უფრო გადავა,ვიდრე მანდ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით