კაპელო: "ნაპოლის "რეალის" დამარცხება შეუძლია"

3-03-2017, 00:24

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ მოახლოებული საჩემპიონთალიგო შეხვედრის წინ საინტერესო კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, "ნაპოლის" მისი ყოფილი გუნდის დამარცხება შეუძლია.

"ეს იოლი არ იქნება. მადრიდის "რეალის" დამარცხება ყოველთვის რთულია, მითუმეტეს როდესაც ამ გუნდს ძირითადი გუნდის მოთამაშეები მწყობრში ყავს."

"ამის მიუხედავად, თუ "ნაპოლი" აგრესიულად ითამაშებს და საკუთარ შანსებს გამოიყენებს, მაშინ იტალიელები მოახერხებენ გამარჯვებას. მთავარია, რომ მაქსიმალური ყურადღებით ითამაშონ და "რეალს" კონტრ-შეტევის შანსი არ მისცენ." - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ 70 წლის სპეციალისტი "სამეფო კლუბს" 1996-97 და 2006-07 წლებში წვრთნიდა.



  • tsandro
  • 3 მარტი 2017 00:30
ისემც შენი ... :D

  • Ika996
  • 3 მარტი 2017 07:58
წინა შეხვედრამდეც მაგას იძახდა მსოფლიო მარაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით