კიელინისთვის ბრძოლაში "რეალიც" ჩაერთო

3-03-2017, 00:42

მადრიდის "რეალის" დაცვაში ბოლო დროს საკმაოდ დიდი პრობლემებია. "სამეფო კლუბი" აგერ უკვე რამდენი მატჩია მოედანს გოლგაუშვებლად არ ტოვებს. როგორც ჩანს, ესპანური გუნდის მესვეურებმა გამოსავალს მიაგნეს.

ევროპული გამოცემების ცნობით, "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ბაზარზე ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი იქნება. 32 წლის ფეხბურთელს "ბებერ სინიორასთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება, შესაბამისად, ესპანეთის დედაქალაქში იმედოვნებენ, რომ გამოცდილ მცველს იოლად ჩაიგდებენ ხელში. მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც

კიელინის დამატება "რეალის" გარდა ასევე ლონდონურ კლუბებს, "ჩელსისა" და "არსენალს" სურთ. შესაბამისად, თუ მადრიდელებს სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი იტალიელი მცველის ხელში ჩაგდება, მაშინ პერესს საკმაოდ დიდი თანხების გაღება მოუწევს.



  • tsandro
  • 3 მარტი 2017 00:42
ვარანი და პეპე გვყავს, არ გვინდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით