როგორ თხოვდნენ "სიტის" ფანები ქინქლაძეს გუნდში დარჩენას

3-03-2017, 01:00

1995 წლის ზაფხულში ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა. თბილისის "დინამოს" შემტევი გიორგი ქინქლაძე სათამაშოდ ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და ადგილობრივი პუბლიკის გული ძალიან სწრაფად მოიგო.

მიუხედავად ქინქლაძის საოცარი თამაშისა, იმავე სეზონში "სიტი" ინგლისის პრემიერლიგიდან მაინც გავარდა. მანჩესტერელებმა და "საუთჰემპტონმა" ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო პრემიერშიფში ჩასვლა სწორედ ქართველი ლეგიონერის კლუბს მოუწია.

უკანასკნელი შეხვედრა "მანჩესტერ სიტიმ" 1995/1996 წლის სეზონში "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩაატარა და სწორედ იქ გადაწყდა ამ გუნდის ბედი. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ მანჩესტერელი ქომაგი ფეხზე წამოდგა და გუნდის ერთერთ მთავარ ვარსკვლავს გიორგი ქინქლაძეს დარჩენას ერთხმად თხოვდა.

ერთერთ ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელი იხსენებდა:

"როდესაც "ლივერპულთან" თამაში დასრულდა, მთელი სტადიონი ფეხზე წამოდგა და სიმღერა დაიწყო: "პრემიერლიგიდან გავვარდით, მაგრამ მთავარია ქინქი ჩვენთან რჩებაო" - მესმოდა ტრიბუნებიდან. ამ ქვეყანაში ფეხბურთზე გიჟდებიან, ფანები ყოველდღიურად მწერდნენ და დარჩენას მთხოვდნენ, ერთერთ გზავნილს 1000 მდე კაციც კი აწერდა ხელს. არ შემეძლო მათთვის გული მეტკინა". - განაცხადა ქინქლაძემ.

ამის შემდეგ გიორგი ქინქლაძემ "სიტიში" კიდევ 2 სეზონი გაატარა, თუმცა გუნდს პრემიერლიგაში თამაშმა აღარ მოუწია. შემდეგ იყო ამსტერდამის "აიაქსი", რომელსაც თავად უნიჭიერესი ქართველი კარიერაში უკან გადადგმულ ნაბჯად თვლის.

  • beka10
  • 3 მარტი 2017 01:00
qartveli mesi <3

  • ilo123
  • 12 მარტი 2017 12:14
Leganda <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით