პირველადი ცნობები ფერნანდო ტორესის მდგომარეობის შესახებ

3-03-2017, 02:40

ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის შეხვედრაში მადრიდის "ატლეტკო" საკუთარ მოედანზე "დეპორტივოს" მასპინძლობდა. მატჩის 81-ე წუთზე მოედანზე რამდენიმე წუთის წინ შესულმა ესპანელმა ფერნანდო ტორესმა უმძიმესი ტრავმა მიიღო.  მეტოქის მცველთან შეჯახების შედეგად მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი გაითიშა და მინდორზე უგონოდ დაეცა.

პირველადი ცნობებით, ფერნანდო მადრიდის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მოვიდა გონს.   ფეხბურთელის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა  მედიკოსები დამამშვიდებელ პროგნოზს აკეთებენ. მათი განცხადებით,  ტორესს თავის ტვინზე ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება, მკურნალობის პროცესი დაენიშნება და ძალიან მალე უკეთ გახდება.

ესპანურ მედიაში ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელი ჰოსპიტალში მხოლოდ ერთ დღეს გაატარებს და ხვალ დღის ბოლოს გაწერენ.

იხილეთ ამ მომენტის ამსახველი ვიდეომასალა:  ტორესის მძიმე ტრავმა 

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით