ტორესი: "დიდი მადლობა და მალე დაგიბრუნდებით"

3-03-2017, 12:25

ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტურის შეხვედრაში, "დეპორტივოს" წინააღმდეგ, მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა 81-ე წუთზე მეტოქის მცველთან შეჯახების შედეგადად გონება დაკარგა და სასწრაფოდ საავადამყოფოში გადაიყვანეს.

უკანასკნელი ინფორმაციით, ტორესის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, იგი საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღეს გაატარებს და შემდეგ უკვე სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდება.

ტრავმის შემგედ ტორესმა პირველი კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა:

"ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ვინც ჩემი ტრავმა გულთან მიიტანა და მხარდაჭერა გამომიცხადა. ეს ყველაფერი საშიში იყო. ვიმედოვნებ, რომ მოედანზე დაბრუნებას ძალიან სწრაფად მოვახერხებ". - განაცხადა ფერნანდო ტორესმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, ტორესის სიცოცხლეს საფრთხეში იყო.

  • beka10
  • 3 მარტი 2017 12:25
GET WELL SOON NANDO

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით