ალეგრი “არსენალის“ ნომერ პირველი სამიზნეა

4-03-2017, 16:20

გამოცემა Metro-ს ცნობით, “იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ლონდონის “არსენალის“ ნომერ პირველი სამიზნეა.

“მეთოფეთა“ ამჟამინდელი თავკაცით, არსენ ვენგერით გუნდის გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან. ფრანგი სპეციალისტი უკვე მრავალი წელია ლონდონურ გუნდს წვრთნის თუმცა, მას უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატებისთვის არ მიუღწევია. ქომაგთა დიდი ნაწილი ვენგერის გაშვებსა ითხოვს.

ბრიტანული პრესა სხვადასხვა სპეციალისტებს უკავშირებს “არსენალს“. ზემოთხსენებული გამოცემა კი ირწმუნება, რომ იუვეს 49 წლის მწვრთნელი ლონდონელთა ნომერ პირველი სამიზნეა და ისინი შეთავაზებას ამზადებენ იტალიელისთვის.

ალეგრი 2014 წლიდან ტურინულ გუნდს წვრთნის. ის საკმაოდ წარმატებულია.



  • Geto
  • 4 მარტი 2017 16:21
ვენგერის მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა არსენალს რამდენიმე წლის წინ უნდა გაეშვა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით