მერტენსი: “ოქროს 3 ქულა მოვიპოვეთ“

4-03-2017, 22:43

დღეს სერია ა-ს 27 - ე ტურში “რომამ“ საკუთარ მოედანზე მარცხი განიცადა. ის “ნაპოლისთან“ 1-2 დამარცხდა. ორივე გოლი სტუმართა მხრიდან მერტენსმა გაიტანა, ხოლო მასპინძელთაგან ერთი გოლო სტროოტმანმა გაქვითა.

“დღეს ჩვენ ოქროს 3 ქულა მოვიპოვეთ. ურთულესი მეტოქე დავამარცხეთ მისსავე კედლებში. ჩემი დუბლი? ძალიან მახარებს. ეს მატჩი მუდამ მემახსოვრება. “ნაპოლი“ კარგ განწყობაზე ხვდება მომდევნო მატჩებს. ჩვენი რთული კალენდარი დაიწყო და მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებით დაიწყო.“ - განაცხადა მერტენსმა

ამ მატჩის შემდეგ ბელგიელ შემტევს 18 გოლი დაუგროვდა. ხოლო მისი გუნდი მომდევნო შეხვედრისთვის იწყებს მზადებას, სადაც “ნაპოლი“ ჩ.ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს მადრიდის “რეალის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 7 მარტს 23:45 საათზე დაიწყება.



  • Geto
  • 4 მარტი 2017 22:44
რეალს ვერაფერს დააკლებთ მაგრამ დღეს მართლა რთული თამაში მოიგეს ამის აღნიშვნა კი უპატივცემულობა იყო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით