ბაკა: “გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი“

5-03-2017, 16:39

სერია ა - ს 27 - ე ტურში “მილანი“ საკუთარ მოედანზე “კიევოს“ დაუპირისპირდა და სტუმრები 3-1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გოლები გაიტანეს ბაკამ x2, ლაპადულამ და დე გუზმანმა.

“მინდა გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. მათი თანადგომა მე მაძლიერებს და მმატებს მუხტს, რათა ვითამაშო უფრო მეტი მონდომებით და დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში. თითოეული გატანილი გოლით მე ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც “სან-სიროზე“ შეკრებილი გულშემატკივრები გოლის შემდეგ ჩემს სახელს სკანდირებენ, ისინი მე მაბედნიერებენ.“ - განაცხადა კარლოს ბაკამ

27 - ე ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “მილანს“ იტალიის ჩემპიონატში 50 ქულა დაუგროვდა. თავად კოლუმბიელს კი სერია ა - ს ამ სეზონში 11 გატანილი გოლი და 1 საგოლე პასი აქვს დაგროვილი აქტივში.



  • Geto
  • 5 მარტი 2017 16:39
ახლა მთავარია იუვესთან გასვლაზე არ წავაგოთ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით