ანდრეა ბელოტი - ახალი შევჩენკო

5-03-2017, 23:37

"ტორინომ“ სერია ა - ს 27 - ე ტურში “პალერმოს“ უმასპინძლა და მეტოქე 3-1 დაამარცხა. სამივე გოლის ავტორი მასპინძელთა მხრიდან ანდრეა ბელოტი გახდა.

ამ მატჩის შემდეგ 23 წლის იტალიელი ფორვარდი სერია ა - ს ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა. მას 27 ტურიდან 24 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამის შემდეგ  იტალიელს 22 გატანილი გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

იტალიურმა პრესამ ბელოტის ახალი შევჩენკო უწოდა. ფეხბურთელის შეძენით არაერთი გუნდი ინტერესდება. როგორც ბრიტანული პრესა წერს, ვენგერს ბელოტი “არსენალში“ სურს, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ “მეთოფეებს“ ამ მოთამაშეს სხვა გუნდები არ დაუთმობენ.

თავად ბელოტი და მისი აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბარს ჯერ-ჯერობით ერიდებიან.



  • Geto
  • 5 მარტი 2017 23:38
ჩერჩიც მაგარი იყო ტორინოში და მერე ვერ გაქაჩა ვერც ატლეტიკოში ვერც მილანში იმედია ამასაც ეგრე არ მოუვა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით