ჰუნტელაარი: “ყველაფრის მიუხედავად, კლუბის გამოცვლაზე არ ვფიქრობ“

6-03-2017, 11:05

“შალკეს“ 33 წლის ჰოლანდიელმა კაპიტანმა, კლას იან ჰუნტელაარმა მის სამომავლო გეგმებზე და გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“მართალია ჩვენ განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, კლუბის გამოცვლაზე არ ვფიქრობ. მინდა კვლავ “შალკეში“ დავრჩე და ამ გუნდის წარმატებისთვის ვიბრძლო.“

“ახლა სიტუაცია არც თუ ისე კარგია, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. ჩემს მიმართ ინტერესს ნამდვილად იჩენდა რამდენიმე გუნდი, მაგრამ მე ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე, რომ გერმანიაში დავრჩე.“ - განაცხადა ჰუნტელაარმა

შეგახსენებთ, რომ ჰოლანიდელი გერმანული კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს.



  • Geto
  • 6 მარტი 2017 11:06
ტრავმებმა გააწამა

  • Ika996
  • 6 მარტი 2017 21:07
სადაც არ უნდა წახვიდე სკამზე იქნები და ბარემ დარჩი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით