მასიმილიანო ალეგრი "არსენალთან" კავშირს გამორიცხავს

6-03-2017, 17:37

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმიალიანო ალეგრიმ ლონდონის "არსენალთან" საკუთარი კავშირი კატეგორიულად უარყო. იტალიელი სპეციალისტის თქმით, იგი "იუვენტუსის" დამრიგებელია და სამომავლოდ სხვაგან წასვლას არ აპირებს.

"კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო. მე "იუვენტუსში" ვრჩები და მხოლოდ ამ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაზე ვარ ორიენტირებული. არსებული კონტრაქტი გუნდთან 2018 წლამდე მაკავშირებს და მომავალ ზაფხულს ხელშეკრულების გაწყვეტა ჩემს გეგმებში არ შედის, თუმცა ყველაფერი მაინც კლუბის ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული, ჩემ გაწეულ სამუშაოს ისინი აფასებენ და გადაწყვეტილებასაც თავად იღებენ". - განაცხადა ალეგრიმ.

ევროპული სპორტული მედია ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად იუწყება, რომ ზაფხულში "არსენალს" არსენ ვენგერი დატოვებს, ხოლო მასიმიალიანო ალეგრი სხვა სპეციალისტებთან ერთად მისი შეცვლის ერთერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა.

გარდა "მეთოფეებისა", აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპეციალისტის სახელი კატალონიის "ბარსელონასაც" დაუკავშირეს, რომელსაც სეზონის ბოლოს მწვრთნელის პოსტზე ვაკანტური ადგილი გამოუჩნდება.



  • beka10
  • 6 მარტი 2017 17:37
ისე საინტერსო იქნებოდა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით