"სამეფო კლუბს" ლიდერები დაუბრუნდა

6-03-2017, 19:53

დღეს გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორეიბითი შეხვედრა, რომელშიც "ნაპოლი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. გუშინ "სამეფო კლუბის" გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

ზინედინ ზიდანმა დღევანდელი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა. საინტერესოა, რომ "თეთრებს" პორტუგალიელი ლიდერი, კრისტიანო რონალდო დაუბრუნდათ. მან წინა მატჩი კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა და იყო საშიშროება, რომ იტალიელების წინააღმდეგ ვერ ეთამაშა, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელმა ტრავმა სრულად მოირჩინა და ხვალ მოედანზე გასვლას მოახერხებს.

ზიდანის განაცხადში ასევე ალვარო მორატა და გარეთ ბეილიც დაბრუნდნენ. ესპანელმა 5 ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა "ეიბართან" მატჩი, უელსელს კი "ლას პალმასთან" მიღებული წითელი ბარათი ძვირად დაუჯდა და მას ლა ლიგის მომდევნო ტურშიც მოუწევს უქმობა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:45 დაიწყება. პირველი მატჩი "თეთრების" გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით