იგუაინი: “ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ“

6-03-2017, 22:47

ტურინის “იუვენტუსის“ 29 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ ის თავის გადაწყვეტილებას არ ნანობს.

“მე ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. “ნაპოლი“ ჩემი კარიერის ერთ-ერთ ნათელ წერტილად დარჩება სამუდამოდ. მე იქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე, მაგრამ “იუვენტუსში“ გადასვლა შეცდომად არ მიმაჩნია. მე აქ ახალი გამოწვევების მისაღებად გადმოვედი და ეს მჭირდებოდა. გადაწყვეტილებას ახლა რომ ვიღებდე, ისევ იმავე არჩევანს გავაკეთებდი.“ - განაცხადა იგუაინმა

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი “ნაპოლიდან“ ტურინულ კლუბში გასული წლის ზაფხულში 90 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა, რის გამოც ბევრმა ის გააკრიტიკა და მოღალატეც კი უწოდა. ნეაპოლური კლუბის ქომაგები კი მოთამაშეს ემუქრებოდნენ.



  • Geto
  • 6 მარტი 2017 22:49
სერია ა - ს და იტალიის თასს მოიგებ მეტს ვერაფერს :)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით