"ნაპოლის" ფანებმა "რეალის" ფეხბურთელები არ დააძინეს

7-03-2017, 19:44

მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე მადრიდის "რეალს" მასპინძლობს. მადრიდული გუნდი ნეაპოლში თამაშამდე 2 დღით ადრე ჩავიდა, თუმცა გუშინ "ნაპოლის" გულშემატკივრებმა "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს სასტუმროში მოსვენების საშუალება არ მისცეს.

გვიან ღამით იმ სასტუმროს სიახლოვეს, სადაც "რეალის" ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბია განთავსებული, უმარავი მანქანის სიგნალიზაცია იტალიელმა გულშემატკივრებმა ერთდორულად ჩართეს. გარდა ამისა, როგორც იტალიური პრესა წერს, "ნაპოლის" ტიფოზები ქუჩებში ტაფებითა და ქვავებით აღჭურვილნი გადაადგილდებოდნენ, რათა ხმაური ესპანური გუნდის ფეხბურთელების ყურამდე მიეტანათ.

აღნიშნული ინციდენტის გამო ზინედინ ზიდანმა გუნდის ვარჯიში დილით გადადო და "რეალს" განრიგი შეეცვალა.

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ნაპოლის" პირველი შეხვედრა მადრიდში მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.



  • beka10
  • 7 მარტი 2017 19:45
რა ღადაობაა :დდდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით