ბუფონი: “ჩვენ ახლა ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია“

8-03-2017, 17:01

ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, ტურინის “იუვენტუსის“ პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა “ჩემპიონთა ლიგაზე“

“ვინაიდან და რადგანაც, ამ წუთის მდგომარეობით “იუვენტუსი“ იტალიის ერთადერთი წარმომადგენელია “ჩემპიონთა ლიგაზე“, ჩვენ ახლა ორმაგი პასუხისმგებლობა გვაკისრია გულშემატკივრების წინაშე. იუვეს არ აქვს იმის უფლება, რომ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცეს. ახლა ორმაგი ძალებით უნდა ვეცადოთ წარმატების მიღწევას.“ - განაცხადა ბუფონმა

შეგახსენებთ, რომ ჩ.ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ტურინელებმა მათი მეტოქე მათსავე მოედანზე 0-2 დაამარცხეს. საპასუხო მატჩი კი “იუვე არენაზე“ 14 მარტს გაიმართება და იტალიას “პორტო“ ეწვევა.



  • Geto
  • 8 მარტი 2017 17:02
ლეგენდა კაცი heart_eyes

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით