• 11-07-2023
    ალექს კოლადოს მომავალი ცნობილია
    ალექს კოლადოს მომავალი ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ალექს კოლადო დაუბრუნდა, რომელსაც “ელჩესთან” საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალექს კოლადო კარიერას “რეალ ბეტისში” გააგრძელებს.

    კატალონიური გრანდი კოლადოს მომდევნო ტრანსფერიდან 30%-ს მიიღებს.

    ცნობისთვის, 24 წლის ესპანელმა მოთამაშემ გასულ სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები