ფრანგული პრესა: "აიტეკინმა "პსჟს" ფეხბურთელებს შეაგინა"

12-03-2017, 12:25

ფრანგული სპორტული პრესის ფურცლებზე ძალიან საინტერესო და სკანდალური ინფორმაცია გამოჩნდა, რომლის მიხედვითაც, "ბარსელონა" - "პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა არბიტრმა გერმანელმა დენის აიტეკინმა ერთერთ ეპიზოდში პარიზელ ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მოგეხსენებათ, ამ ისტორიული მატჩის ერთერთი მთავარი მოქმედი პირი სწორედ გერმანელი მსაჯი გახლდათ. მან კატალონიელთა სასარგებლოდ 2 პენალტი დანიშნა და როგორც საფებურთო ექსპერტები მიიჩნევენ, განსაკუთრებით მეორე ეპიზოდში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებაც შეეძლო.

აღმოჩნდა, რომ როდესაც "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელები ერთ მომენტში მსაჯის გადაყწვეტილებას აპროტესტებდნენ, აიტეკინს ნერვებმა უმტყუნა და მათ შემდეგი სიტყვები მიაძახა: "Fuck You".

ჯერჯერობით უცნობია როგორ განვითარდება მოვლენები და რა სახის სასჯელს მიიღებს აიტეკინი, თუმცა მის შესახებ გამოძიება უკვე დაწყებულია.



  • beka10
  • 12 მარტი 2017 12:26
კაი კაცი ყოფილა :დდდდდდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით