იკარდი: “ჩემი მომავალი “ინტერს“ უკავშირდება“

13-03-2017, 21:22

მილანის “ინტერის“ არგენტინელმა კაპიტანმა, მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ მისი მომავალი სწორედ მის ამჟამინდელ კლუბს უკავშირდება.

“ჩემი აგენტი მე ხშირად მხვდება. მან მითხრა, რომ ზაფხულში რამდენიმე შემოთავაზებას ელოდება ჩემი ტრანსფერის თაობაზე, მაგრამ მე ღიად მინდა განვაცხადო, რომ ჩემი მომავალი “ინტერს“ უკავშირდება და მინდა, რომ ჩემს გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებებს.“ - განაცხადა იკარდიმ

გუშინ შავ-წითლებმა 7-1 დაამარცხეს “ატალანტა“. აღნიშნულ მატჩში იკარდიმ და მისმა თანამემამულე ბანეგამ 3-3 გოლი გაუტანეს მეტოქეს. იკარდის კი სერია ა - ს მიმდიანრე სეზონში 
20 გოლი და 8 საგოლე პასი დაუგროვდა.



  • Geto
  • 13 მარტი 2017 21:24
ნამდვილად კარგი ფორვარდია

  • daniels
  • 14 მარტი 2017 00:44
super mauro ;)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით