იოზილი “ოლდ ტრაფორდზე“ ?!

13-03-2017, 22:16

გამოცემა SKYSPORTS სწორედ ასეთი სათაურით ავრცელებს სტატიას - იოზილი “ოლდ ტრაფორდზე“?! სადაც ნათქვამია, რომ გერმანელი შესაძლოა მანჩესტერულ კლუბში ვიხილოთ.

როგორც იცით, იოზილს და სანჩესს 2018 წლის ბოლოს კონტრაქტები ეწურებათ “არსენალთან". ფეხბურთელები გახანგრძლივებას არ ჩქარობენ. პრესის ცნობით, ლონდონური კლუბი ორივე მოთამაშეს გაორმაგებულ ხელფასებს ჰპირდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩილელს ახალი კლუბის ძებნა დაწყებული აქვს, რაც შეეხება გერმანელს, პრესამ ის “მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირა და დასძინა, რომ ჟოზე მოურინიოს მის ყოფილ შეგირდთან კარგი ურთიერთობა აქვს და დიდია იმის შანსი, რომ "ოლდ ტრაფორდზე“ მის გადმობირებაში სწორედ პორტუგალიელმა ითამაშოს გადამწყვეტი როლი.



  • Geto
  • 13 მარტი 2017 22:19
საინტერესო იქნება ნამდვილად

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით