"ინტერის" სამიზნეში დი მარია გამოჩნდა

14-03-2017, 15:47

მოგეხსენებათ, მილანის "ინტერს" ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც ცდილობს გუნდში ახალი ფეხბურთელების მოყვანას და ძველი დიდების დაბრუნებას. "ნერაძურის" სამიზნეში უკვე არაერთი უმაღლესი დონის მოთამაშე მოექცა, დღეს კი მათ რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა.

იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მილანელები მომავალ ზაფხულში ფრანგული "პარის სენ ჟერმენის" შემტევის, ანხელ დი მარიას დამატებას ეცდებიან. როგორც ცნობილია, არგენტინელი "ბარსელონასთან" მძიმე მარცხის შემდეგ გაბრაზებულია და შესაძლოა უახლოეს დროში პარიზი დატოვოს. შესაბამისად, იტალიელები ამ შანსის გამოყენებას ეცდებიან.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ "ნერაძური" დი მარიას შეძენას ვერ მოახერხებენ, მაშინ იტალიელების სათადარიგო ვარიანტი დრის მერტენსი იქნება. ამ უკანასკნელს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება და შესაბამისად მილანელებს დიდი თანხის გადახდა არ მოუწევთ ბელგიელის სანაცვლოდ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით