ბრაჰიმი: “ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ“

14-03-2017, 20:27

დღეს ჩ.ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ტურინის “იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე “პორტოს“ მიიღებს.

“ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ. ვიცით, რომ შეგვიძლია გოლების გატანა, გახსნილი, მაგრამ აგრესიული ფეხბურთის თამაში. პირველ მატჩში 0-2 დავმარცხდით, ამიტომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. “პორტოს“ ისღა დარჩენია მაქსიმალურად შემტევი ფეხბურთი ითამაშოს და ბევრი გოლის გატანას ეცადოს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ტურინელებთან მათსავე მოედანზე მეორე ნომრად თამაში ასეთ სიტუაციაში დამღუპველი იქნება.“ - განაცხადა ბრაჰიმიმ

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში იტალიელებმა პორტუგალიელები სტუმრად 0-2 დაამარცხეს პიაცას და ალვეშის გოლებით. დღევანდელი მატჩი "იუვე არენაზე" 23:45 სათზე დაიწყება



  • Geto
  • 14 მარტი 2017 20:30
იმედია საყურებლად კარგი თამაში იქნება და ამაზე პირველ რიგში პორტომ უნდა იზრუნოს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით