გვარდიოლა: "მესის ინგლისში თამაში ძალიან გაუჭირდება"

14-03-2017, 20:50

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ბრიტანულ მედიასთან საუბარში საინტერესო განცხადება გააკეთა. ესპანელის თქმით, თავის ყოფილ შეგირდს ლიონელ მესის ინგლისის პრემიერლიგაში თამაში უნდა გაუჭირდეს, რადგან ამ ქვეყნის გუნდები ფიზიკურ მომზადებას გაცილებით დიდ ყურადღებას უთმობენ და მოედანზე ზონებსაც უფრო სწრაფად კეტავენ, ვიდრე სხვა ქვეყნის ჩემპიონატების ბინადარნი.

"ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მასთან მუშაობა ჩემთვის უდიდესი პატივი და პრივილეგია იყო, ჩვენ ერთმანეთისგან ბევრი ვისწავლეთ. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლით, რომ ლეოს ინგლისის პრემიერლიგაში თამაში უნდა გაუჭირდეს. აქ ფიზიკური მომზადების მხრივ სრულიად სხვა მოთხოვნებია, მცველებიც გაცილებით აგრესიულად თამაშობენ და მოედანზე თავისუფალი ზონა პრაქტიკულად არცერთი გუნდის მოთამაშეებს არ რჩებათ". - განაცხადა გვარდიოლამ.

მესი და გვარდიოლა ერთად 2008-2012 წლებში მუშაობდნენ, რა დროშიც ჯამში 14 ტიტული მოიპოვეს, ხოლო უშუალოდ არგენტინელი იმ წლებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დაასახელეს.



  • beka10
  • 14 მარტი 2017 20:50
namdvilad sainteresoa

as procentians ambobs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სფფ-მ სალომე ზურაბიშვილს განცხადებით უპასუხა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით