შექსპირი: "ამ მომენტით უნდა ვისიამოვნოთ"

15-03-2017, 02:06

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი, რომელშიც "ლესტერმა" ანდალუსიის "სევილიას" უმასპინძლა. ბრიტანელებმა ანგარიშით 2:0 სძლიეს მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე მოახერხეს გასვლა.

შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ბრიტანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კრეიგ შექსპირმა.

"გუნდს და ფეხბურთელებს თავისუფლად შეუძლიათ იამაყონ. მართალია, რამდენიმე ეპიზოდში გაგვიმართლა, მაგრამ ეს შედეგი უდაოდ დავიმსახურეთ."

"კასპერი დიდებული გოლკიპერია, რომელმაც სწორედ იმ მომენტში გადაგვარჩინა, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა."

"სტადიონზე არსებული ატმოსფერო უბრალოდ საოცარი იყო. ჩვენ ახლა ამ მომენტით უნდა ვისიამოვნოთ და დაველოდოთ თუ ვის შეგვახვედრებს კენჭისყრა."



  • tsandro
  • 15 მარტი 2017 02:19
დიდი შექსპირის რაარის ეს :3

  • Ika996
  • 15 მარტი 2017 08:13
Yochag tqveni 1 mewera da moulodneli ar iyo chemtvis

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით