დიბალა: “ჩ.ლიგის ფინალში “ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშს ვისურვებდი“

15-03-2017, 11:15

ტურინის “იუვენტუსის“ ახალგაზრდა არგენტინელმა ლიდერმა, პაულო დიბალამ განაცხადა, რომ ჩ.ლიგის ფინალში ის “ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაშს ისურვებდა.

“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოვახერხებთ და “ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში გავაღწევთ, ვისურვებდი, რომ იქ “ბარსელონას“ წინააღმდეგ გვეთამაშა. ეს ერთხელ უკვე მოხდა 2 წლის წინ, როცა მე არ ვიყავი იუვეს ფეხბურთელი. ფინალში გასვლა ძალიან რთული იქნება და ამისთვის ბევრი ბარიერის გადალახვა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.“- განაცხადა დიბალამ

ტურინელებმა 2 მატჩის ჯამში “პორტო“ 3-0 დაამარცხეს და ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდნენ. დღეს ბოლო 1/8 ფინალური მატჩები გაიმართბა. პარასკევს კი შედგება კენჭისყრა, სადაც გუნდები დაწყვილდებიან.



  • Geto
  • 15 მარტი 2017 11:17
ბარსაზე ნაკლები არ ინატრო smile

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით