გვარდიოლას ისტორიის დაწერის კარგი შანსი აქვს

15-03-2017, 13:02

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას კარგი შანსი აქვს უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე მწვრთნელის რანგში 100 მოგებული თამაში დააგროვოს. ამისთვის მას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში საფრანგეთში "მონაკოს" დამარცხება სჭირდება.

გვარდიოლამ დიდ ფეხბურთში როგორც მწვრთნელმა ფეხი 2008 წელს შედგა. მას შემდეგ მისი გუნდები ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში გასვლას ყოველთვის ახერხებდნენ, ხოლო 2009 და 2011 წლებში "ბარსელონასთან" ერთად მან ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

"მონაკოს" წინააღმდეგ მანჩესტერში ჩატარებული მატჩი "სიტის" 5:3 აქვს მოგებული, თუმცა მონაკოელთა კარგი ფორმიდან გამომდინარე, შემდეგი ეტაპის საგზური ინგლისელებს ჯერ გარანტირებული არ აქვთ.

უეფას ორგანიზებულ ტურნირებზე 100 შეხვედრა ისტორიაში სულ 19-მა მწვრთნელმა მოიგო.



  • beka10
  • 15 მარტი 2017 13:02
პეპ ვერ დაწერ <3

  • Ika996
  • 15 მარტი 2017 15:44
Anu me20 ro gaxdeba migwevaa?

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "ჩემი გადმოსვლის მთავარი მიზეზი ქეცბაიაა"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით