გვარდიოლა: "ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით"

16-03-2017, 02:19

უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში "მონაკომ" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ სიტი" მიიღო და 3:1 დაამარცხა, შესაბამისად ფრანგებმა მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ "სიტი" ამ შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ იყო და აღნიშნული რეზულტატიც სწორედ ამიტომ მიიღო.

"ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე წუთი კარგად თამაში მიზნის მისაღწევად საკმარისი არაა. ჩვენ გვჭირდებოდა 90 წუთი ერთი ტემპით ასპარეზობა, თუმცა ეს ვერ შევძელით. თამამად ვაცხადებ, რომ გუნდი ფსიქოლოგიურად მზად არ იყო".

"მონაკომ" ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც შესაბამისი კონტრთამაში ვერ დავუპირისპირეთ. ალბათ, მატჩისთვის მზადებისას შეცდომები მეც დავუშვი, ეს კარგი გაკვეთილი იყო". - განაცხადა გვარდიოლამ.

"მანჩესტერ სიტის" "მონაკოსთან" პირველი თამაში 5:3 ჰქონდა მოგებული.



  • beka10
  • 16 მარტი 2017 02:21
pep pep wavida sheni dro

  • SOS13
  • 16 მარტი 2017 03:06
Didebuli mrtneli xar ! Rac barsashi am kacma chadoo da ra silamazec anaxa mtel msoplios fegburtma romelmac gauswroo wlebs da alabt sakuneebs es am kacis damsaxurebaaa ...

  • Ika996
  • 16 მარტი 2017 07:45
Faqtia baierntan da cittan ertad araa warmatebuli

ჩემი აზრით გვარდიოლას ბევრად ჯობია კარლო ანჩელოტი... თავიდანვე არ მომწონდა გვარდიოლა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით