ჯო ჰარტი იტალიაში დარჩება

16-03-2017, 11:29

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მეკარემ და ამჟამად იტალიური "ტორინოს" კარის დარაჯმა ჯო ჰარტმა განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთი ძალიან მოსწონს და სურს ამ ქვეყანაში რაც შეიძელება დიდხანს დარჩეს სათამაშოდ.

ჰარტი "სიტიდან" გასულ ზაფხულს წავიდა. პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ მისი პოზიციები ძირითად შემადგენლობაში სერიოზულად შეირყა და სკამზე ჯდომას ინგლისის ნაკრების პირველმა მეკარემ სხვაგან გადასვლა ამჯობინა. ამ მომენტისთვის მისი გადაბირებით პრემიერლიგის სხვა გრანდები არიან დაინტერესებულნი, თუმცა რამდენად შეძლებენ მის ხელში ჩაგდეს, უცნობია.

"ძალიან მიყვარს იტალიური ფეხბურთი და კულტურა. ამ ყველაფერთან ადაპტირება სწრაფად გავიარე და თავს იდეალურად ვგრძნობ. სეზონი კარგად დავიწყეთ, ბიჭებიც მონდომებულები არიან და გაცილებით მეტის მიღებას ვიმსახურებთ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მსურს "ტორინოში" დავრჩე და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო". - განაცხადა ჰარტმა.



  • beka10
  • 16 მარტი 2017 11:29
დზალიან კარგი

Ise rac torinoshiaa ufro kargad tamashobs

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით