ჩ.ლიგის მერვედფინალური სტადიის სიმბოლური გუნდი

16-03-2017, 11:50

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადია დასრულდა. გამოვლინდა ის 8 გუნდი, რომელიც ბრძოლას სანუკვარი ტიტულისთვის მეოთხედფინალიდან განაგრძობს. მეოთხედფინალების კენჭისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 15:00-ზე გაიმართება.

რაც შეეხება მერვედფინალებს, მაყურებელმა ბრწყინვალე სანახაობა იხილა, ბევრი გატანილი გოლი და მოხსნილი რეკორდი. რაც ყველაზე მთავარია, შედგა ლიგის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე დიდი დაბრუნება, "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენი" 6:1 დაამარცხა, არადა პირველი თამაში 0:4 ჰქონდა წაგებული.

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემა Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოავლინა.

მეკარე: იან ობლაკი ("ატლეტიკო")

მცველები: სერხიო რამოსი ("რეალი"), ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი"), ალექს სანდრო, დანი ალვეში ("იუვენტუსი").

ნახევარმცველები: ფაბინიო ("მონაკო"), კრისტიან პულიშიჩი ("დორტმუნდი"), არტურო ვიდალი ("ბაიერნი").

თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ნეიმარი ("ბარსელონა"), პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("დორტმუნდი").



  • beka10
  • 16 მარტი 2017 11:50
prosta mesis ra unda realurad :D D:D

  • rename
  • 17 მარტი 2017 09:55
მესის ადგილას აიტეკინი უნდა იყოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით